Litclub.ge

შემოდგომა
შემოდგომაა.
ალვის ტოტზე
მიმხმარა მთვარე.
ახლა, რომ მკითხო
-ვის ელიო?
ვერ გიპასუხებ...
ნატვრა,
მობუზულ ბეღურებად
დავტოვე გარეთ,
თუ წააწყდები
შენს უბეში
გამოაზამთრე.