Litclub.ge

მარტი
შუა დღის მზეზე
კატასავით
ნებივრობს მარტი.
გვერდს რომ ჩაუვლი
გაუღიმე,
ქალია მაინც...

(არ აირიოს,
რა იცი რა ეპრიანება.)
ზაფხული

თაფლისფერ მინდვრებს
მზეჭრიჭინა ზაფხული
დაჰკრავს.
ამ ძილ-ღვიძილში
შენი მზერა
ისე ტკბილია.
წუწკი ბავშვივით
ვიპარავ და
გულის ქვეშ
ვმალავ.
გაციებულმა,
ჩაიზე რომ
გამოგიზოგო.