-რამდენი მუჭა მიწა
მმართებს შენი
უფალო ?
თან უნდა მოგყვე,
თან გზადაგზა
უნდა უარგყო,
(სამჯერ ან მეტჯერ...)
თუკი ალიზი
მიწით მძერწე,
რატომ ვარ ჭრელი?
განედლებული
სინანული
ამოვა ცრემლზე,
და ახლა,როგორც
რქანაყარ გველს
სადღაც რიყეზე...
მსურს, რომ გავიძრო
ცხოვრება და
ქვას დავახალო.
შავად ჩაგიწვე
ლურჯ ხელებში
და თეთრად ვწერდე...
რამდენი მუჭა მიწა
მმართებს შენი
უფალო?