მარტი ჯერაც ახალშობილი იყო, მე რომ დავიბადე. ორივენი
ვტიროდით.მე თბილ ნაჭერში გამახვიეს და მალევე გავჩუმდი, მან
კი სულ გაწუწა ცრემლებით ძლივს ამოსული ბალახი. მინდოდა
დამეცინა ჯუჯღუნა და ჭირვეული მარტისთვის, მაგრამ ჯერ ვერ
ვლაპარაკობდი.
მერე კიდევ ბევრჯერ იყო გაზაფხული და ჩემი ცხოვრების
ჯამში წვეთ-წვეთად გროვდებოდა წლები. მარტი კი სულ თავიდან
იბადებოდა.გაზაფხულის პირველ დღეს ყოველთვის მისი ჩხავილი
მაღვიძებდა. მივეჩვიე ამას და აღარც მიკვირდა.
მარტს მხოლოდ ცა და დედამიწა იხუტებდა გულში (ზოგჯერ
ვარსკვლავებიც), მე კი დედა მყავდა და ვგრძნობდი როგორ შურდა მას
ჩემი. ალბათ, ამიტომაც ტიროდა ასე ხშირად. ბევრჯერ შემცოდებია.
მიტირია კიდეც მის გამო, მაგრამ ზოგჯერ ბავშვური სიანცე მძლევდა
და ენას ვუყოფდი ფანჯრიდან ცრემლიანს, ვემანჭებოდი და
დავცინოდი:
- მარტიიი მტირალაა! მარტიიი ჯუჯღუნაა!
ეხლა უკვე დიდი გოგო ვარ და მარტს აღარ დავცინი. ენასაც
არ ვუყოფ. ეგ კი არა, ხელშიც კი ამყავს ზოგჯერ ატირებული და
ვაწყნარებ. გუშინ “იავნანაც” კი ვუმღერე და გაინაბა.
ის ჩემთვის თანდათან უფრო ახლობელი ხდება, დედობრივ
ინსტიქტებსაც კი მიღვიძებს. (ალბათ, იმ ასაკში ვარ, დედა რომ
უნდა მერქვას) მინდა სულ ვეფერო, ზღაპრები წავუკითხო,თბილ
ნაჭრებში ლამაზად გავახვიო, აკვანი დავურწიო, სიცხიანს კომპოტი
დავალევინო, ძმრიანი წინდები ჩავაცვა...
გაზაფხულზე ჩემს ეზოში ყოველთვის ტირის მარტი და სცივათ
ნარცისებს. მინდა, მარტს სიკეთე ვასწავლო, რომ აღარასდროს
ატიროს ნარცისები.
მინდა დედა ვიყო!
-ღმერთო, მომაშვილე მარტი!