Litclub.ge

მთიდან მონაწერი
შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.

მე თბილად ვზივარ, ღუმელთან,
შენ ალბათ თბები, „კარმებით“,
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.

მე ლამპის შუქზე ჩავფიქრდი,
შენ ალბათ, ჭაღი გინათებს,
გარეთ ცის მადლით გავდივართ
მანდ ლამპიონი ინათებს.

მე ფურცელს ვჯღაბნი რითმებით,
ვცდილობ ავაწყო ტაეპი,
შენ ალბათ „ლეპტოპს“ უზიხარ,
თან “ფაცებოოკ”-ზე გაები.