ჰაიკუს მცდელობა
1. .
2.* * *
დუმილის ლექსიკონს
ვფურცლავ და ვიზეპირებ
ამ გაზაფხულზე.
3.* * *
ცუდი ამინდის
გამო რომ ვწრიალებდი,
ახლა მრცხვენია.
4.* * *
დიდ ქოთანში
ჩარგული ლიმონის ხე
მზეზე გაიტანეს.
5.* * *
ყვითელი ტიტა
ჩაქრა და მის მაგივრად
მთვარე აინთო.
6.* * *
პეპელაა და
რომელ ყვავილზეც უნდა,
იმაზე დაფრინდება.
7.* * *
ხე ხევის პირას...
სხვაგან სულ სხვანაირი
გამოჩნდებოდა.
8.* * *
რა ბუდე იტევს
ციდან შინ დაბრუნებულ
ყარყატს და მის ფრთებს ?!..
9.* * *
ხელისგულზე მზე
და სამი ერთნაირი
მონეტა ბზინავს.
10.* * *
ქანაობს ტოტი...
ის არავის დაუწვდია
ნაყოფისათვის.
11.* * *
მოწყენილობა.
ამ ჩალისფერ ოთახშიც
ფოთოლცვენაა.
12.* * *
ქარით იწყება
და დასრულდება ღამე
კართან - ფოთლებით.
13.* * *
აცდენილები
ამ დროსა და სივრცეში
აქ რატომ შევხვდით ?!..
14.* * *
მიმოვიხედე.
„ყველაფერი რიგზეა !“-
ვთქვი და... ავტირდი.
15.* * *
სული აიჭრა
და დააჩნდა ლაქები
მომხდართა გამო.
16.* * *
ყრუა ტკივილი
და ის დილა-საღამო
სხვაგვარ ხმებს უსმენს.
17.* * *
ფინჯანში ვხედავ
ცას, ზღვებსა და კუნძულებს
და შენს ღიმილსაც.
18.* * *
ჩრდილი... ნათელი...
რა ხანია, ლაგდება
ფანჯრის რაფაზე.
19.* * *
მოიწმინდე, ცავ,
ეს წვიმა თვალებიდან
და გაიღიმე.
20.* * *
მოსწყდი ამ ორბიტას -
ის ვარსკვლავი ხომ შენთვის
აღარ ანათებს.