Litclub.ge

ADAGIO

 

 

 

მზე  მაღალ  ხეებს  გადაესხა  და  დაასველა.
მთის
 მწვერვალები  ჩაესვენნენ  ცაში  თავებით.
ვარ ბედნიერი:
- ჩემს გულშიაც  ჩასვენდა ყველა.
შორს
 მეზღვაურნი  მიცურავენ  ცისფერ  ნავებით.

ანგელოზებად
 ჩაფრენილან  ღრუბლები  ზღვაში,
ზეცის კიდური, გარინდული, კრთის და თეთრდება.
მე ვგრძნობ სიმშვიდეს,
 მყუდროებას მივარდნილ ქვაშიც...
უსაყვარლესო, ჩემი გულიც შენ გიერთდება!