Litclub.ge

* * * პირამიდაში

პირამიდაში სძინავს ფარაონს,
გარეთ პალმების უხმობს მარაო,
მაგრამ არ მოსწონს სააშკარაო:
მუმიამ უკეთ დამიფარაო...
- რამდენ წელიწადს გაძლებს მუმია?
- ასი ათასი - მინიმუმია!
 
1982