Litclub.ge

ქეთევან წამებული
- დიდსულოვნება ჩვენი დიდი და დიადია,
ოღნდ დასტური მოგვეც, დასტური სიტყვა!
- არა!
- რაც ქვეყნად გაბადია, და რაც არ გაბადია,
გიბოძებთ ყოველივეს, ოღონდ ინებე!
-არა!
- არ არ დიდი ცოდვა და დიდი ტრაღედია,
იზრუნო მომავალზე, და სიცოცხლეზეც...
- არა!
- თუ გსურს, ქართული ხმა და ქართული მელოდია
ოდესმე მოისმინო, უარს ნუ იტყვი!
- არა!
- თუ გსურს, გახედო კვლავაც ალაზანსა და ლიახვს,
თანხმობის ერთადერთი სიტყვა გვაღირსე!
- არა!
- თუ გსურს, დაბრუნდე კვლავაც
მთათა მაღალთა წიაღ,
ნუღა წარმოთქვამ - არას, წარმოთქვი ოდენ...
- არა!
-მაშასადამე, რჩევამ ამაოდ ჩაიარა,
აღარც მუდარამ გაჭრა, აღარც მუქარამ...
- დიაღ!
1976