Litclub.ge

დაფიცება
ვინც ცრემლი ვერ შეამჩნიოს ნატყვიარი ირმის,
იმის...
ვინც გულგრილად მოუსმინოს ამღერებულ წვიმას,
იმას...
ვინც ამაგი დაივიწყოს თავის მოამაგის,
მაგის...
ვინც მეგობრის მოღალატეს გამოექომაგოს,
მაგას...
ვინც ღიმილი შეაგებოს ფარისევლის ღიმილს,
იმას...
იმას...
იმის...
1980