Litclub.ge

გლაკტიონის მოტივებზე
გომბორის მთვარე და კოდორის მთიები,
ლაჰილის დალი და ყაზბეგის ფერია, -
გინახავთ თქვენ ჩემი სამშობლოს მთები?
იგი დაბინდული ქლიავის ფერია.
მეძახის ქვიტირის სურო და ხვიარა
და ვეღარ მაკავებს ჩიხები ბალახვნის, -
თუ ფეხშიშველა არ გავიარე,
რაა ბალახი?!
დაღალდა, ყოველდღე ნანიებს მაგია,
ყოველდღე მაღვიძებს ხმა მეეზოვესი,
დამიცა, ბარემის მეც გვერდით აგიარ,
როდესაც ზეცაზე გადიარს ზევესი.
გაძვირდა ტატუ და გაძვირდა სვირინგი
და მინდა ხარჯები გავინახევრო:
გულდენი! შილინგი, შილინგი, შილინგი!
გროშები! გროშები! გროშები! ევრო!
2008