Litclub.ge

ნიჰილისტების სიმღერა
პლანეტას ჩვენსას სჭირდება
კაპილარული რემონტი,
ვერ აშენდება ქვეყანა
„ორერათი“ და „რეროთი“.
მღებავი გვინდა ისეთი,
ცა ისე უნდა შეღებოს,
ეშმაკმა ვეღარ შეხედოს
და ძაღლმა ვეღარ შეჰყეფოს.
სიმღერა რაღას გვიშველის,
ან ჩანგური და ჩელო,
პაპს ჰყავდა ბუონაროდი,
ჩვენ არ გვყავს მიქელანჯელო.
1985