Litclub.ge

* * * ვეღარ ვცნობ კარის მეზობელს
ვეღარ ვცნობ კარის მეზობელს,
ვეღარ ვენდობი კარამდე,
იმედის ჭუჭრუტანები
უეცრად დაპატარავდნენ.
ვერ გავერიდე ვერასგზით
მაცდურ ფიქრებს და ზმანებებს,
შემიჩნდა ეჭვის პატარა
ჭია და თავს არ მანებებს.
ბევრი კი არაფერია,
არც არა გამიგია რა:
გუშინწინ
სამი ნაბიჭით
სალამი დამიგვიანა.
1972