Litclub.ge

ყველა გზა რომში მიდის
ისევ მწყალობს ტაროსი, დარდი არ მაქვს ამინდის:
ყველა არა - დღეს რომში მხოლოდ ჩემი გზა მიდის.
მალე უნდა დავბრუნდე, კმარა - რაც ვიგრიალე,
ჯერ კი ზღვასთან ჩაქვივით მელის აჩირეალე.
მელის სირაკუზა და სასტუმრო და ჩინარი,
მზე შინ შემოვიდა და ბავშვის მამაც შნ არი.
ყველა გზაჯვარედინზე მელის მუნჯი მისანი:
შუქნიშანის მაგიერ მხვდება კითხვის ნიშანი.
ადრე, როცა ცა იყო უფრო უსუფთავესი,
აუშენა უფალმა ყველას რომი თავისი.
და მე შემირცხვენია ბაღი სემირამიდის
და გზა იგი, რომელიც ქუთაისში არ მიდის.
2007