იქედანაც გამოჩნდება, საიდანაც არ ელიან,
როგორ უნდა აიტანო, როცა აუტანელია.
როცა აუტანელია, მაშნ უნდა აიტანო,
არაფერი გამოვიდა ბევრი ლაილაიდანო.
ბევრი გვახსოვს შადიმანი,
ბევრი გვახსოვს ფარსადანი, -
არასოდეს, არასოდეს არ ყოფილან ასატანი...
აიტანა! - და მე მიკვირს (თუმცა ვიცი, საიდანაც
წამოიღო), გოლგოთაზე მაინც როგორ აიტანა?!
1998