გატირება მიყვარდა და წატირება არ მიყვარდა,
ისე გავეტირებოდი, უსათუოდ წამიყვანდა.
ქუჩა იყო სამაისო და დღე იყო დიდებული,
შევდიოდით მონასტერში - ხელიხელჩაკიდებული.
ბოლოს, როცა დაუღამდა და დაუდგა ღამის ხანა,
ერთხელ კიდევ გავეტირე, მაგრამ აღარ წამიყვანა.
2002