Litclub.ge

* * * ბევრი გადიდგვარიანდა
ბევრი გადიდგვარიანდა,
მე ვერ გავდიდგვარიანდი,
მე ვარ ჩემი პაპისპაპის
უარესი ვარიანტი.
ჯავახეთის ეხო მესმის
ვარაზთან და ვარიანთან,
ვიცი, უნდა გამიმართლოს
რომელიმე ვარიანტმა.
იწურება დეკემბერი,
ჭაღებს იანვარი ანათებს,
ახარისხებს შემოდგომის
უარყოფილ ვარიანტებს.
მოემზადე, იქნებ დროა,
სათქმელს სატკივარი ანდო,
იქნებ შენი ჯერი დგება,
შვილო ანი ვარიანტო!
1985