Litclub.ge

* * * ფრთხილად!
ფრთხილად! -
ბევრჯერ გაცრუებულ იმედს ვეჩურჩულები:
არენაზე გამოდიან ეგრეთწოდებულები.
მოდის, შორით ესალმება უფულოს და ფულიანს,
ვერ იცანით? - ესეც ჩვენი ეგრეთწოდებულია.
მოდის, ყველა ესალმება იქიდან და აქედან,
მოდის ლილიპუტებიდან, მიდის გოლიათებთან.
ვიცანი და ვერ ვიცანი: მეც ხანდახან ეგრეთწოდებული ვარ.
1990