ცხრა წელიწადს სახლს აშენებ,
ვახტანგ აღმაშენებელო,
ყველას უნდა შენ ეახლო, ყველას უნდა შენ ეფერო.
გაყიდედა სიბერეს ელოდები გაყიდული,
შენ რა დაგხვდა,
სხვას რა უნდა დაუტოვო ცხრაკლიტული?!
დაეჭვებულ შთამომავალს მაინც ბურჯად ეგულები,
პალატები ელანდება - ლექსით აშენებულები.
ალბათ უარს არ ეტყოდა უზარმაზარ უჯარმასაც,
თუმცა ბევრი ჩანაფიქრი ბალახივით გაისრისა,
ვახტანგს ერგო ვახტანგური და კეისარს კეისრისა.
შენ რად გინდა ავგაროზი,
შენ რად გინდა ამულეტი, -
რაც არა გაქვს,
როგორ უნდა ჩამოგართვან
მამულები?!
1991