Litclub.ge

* * * ის ყვარელში დაიბადა
ის ყვარელში დაიბადა,
იმას ნანა ძიძამ უთხრა,
დღეს შენ მშვიდად შეგიძლია
გაიარო წიწამურთან.
შენ გამზირზე მიაბიჯებ,
ღმერთ შენი კეთილია,
გზას არ იცნობ ეკლიანს და 
ტყიის მრავალწერტილიანს.
ბევრჯერ,
როცა კარი ცისა
განიხვნა და განიზიდა,
ტაბლა-ტრაპეზ-გარდახდილი
წამოსულხარ კრწანისიდან.
ქებამ გვირგვინოსნებისა -
თვითონ გაგამეცამეტა,
ღიღინ-ღიღინ მოიარე.
საწირე და მოწამეთა.
ქება თანამედროვეთა -
სახიფათო ანკესია:
თუ ტყვიები არ გესროლეს,
ისე ვარდებს არ გესვრიან.
შენ არც მაშინ არ გესვროდნენ
ფანჯრიდან თუ აივნიდან,
ეტლი შენი
წიწამურში
ზარ-ზეიმით გაივლიდა.
1987