Litclub.ge

* * * ყველაფერი შეიცვალა
ყველაფერი შეიცვალა,
შენ ხარ ჩემი ბატონი,
კოკამ წყალი მოიტანა,
ძაღლმა იცნო პატრონი.
თევზი ზღვაში შეაფასეს,
დაიწმინდა მორევი,
ორი კურდღლის მადევარმა
დაიჭირა ორივე.
ცოტა წყალმა ცაიარა,
არ ლოცულობს მენავე,
ვარდებს კრეფენ უეკლოდ და
ცეცხლს თივაში მალავენ.
თივამ ნიშა ხარი მოკლა,
ძაღლი მოკვდა კოჭლობით,
მწვადიც დაწვეს და შამფურიც,
აღუღნდა კოჭობი.
მჯობნის მჯობნი დაილია,
დაიქანცა არწივი,
როგორც ჰქუხდა,
ისე წვიმდა,
მთა მთას შეხვდა კაცივით.
წვიმამ ასი სალამურის
ტევრი ააწიკწიკა,
გაზაფხული მოიყვანა
ერთი მერცხლის ჭიკჭიკმა.
1978