მე დავლევ ახლა ლალისფერ ღვინოს,
და არ თქვათ ჩემზე ლოთი არისო,
მინდა თქვენს შორის რომ მოვილხინო,
ხართ ჩემთვის ტკბილი და სახალისო.
უნდა ვიმღერო თავდავიწყებით,
ფანდურის ყელზე მიმაბით ლარად,
როცა ამ ვეყნად აღარ ვიქნებით,
ჩვენი სიჩუმე მაშინაც კმარა.
ვიდე წაგვლეკავს საწუთროს დელგმა,
ე ღვინო სულის დაღლამდე მასვით,
ვინაც პირველი წავიდეს ჩვენგან,
მას გაუმარჯოს ახლა ამ თასით.
თქვენი ლაზათი და სიყვარული
ჩემი ჩრდილივით მომყვება მუდამ,
წუთით დაუთმეთ სიმღერას გული,-
ღვინოს ხომ ტკბილი სიმღერაც უნდა.
უთქვენოდ პურის გატეხაც მიჭირს
თქვენთან მიგულეთ, ძმებო, მარადის,
ერთი მართალი ხევსური ბიჭი
გაზრდილი მთების იავნანათი.
იმღერეთ ძმებო ნუ დაივიწყებთ,
რომ ეს საწუთრო წუთია მხოლოდ,
ჩვენ ხომ ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ
მას გაუმარჯოს,ვინც გავა ბოლოს!