Litclub.ge

მოჩვენებანი ღამით
დგას ნახატივით ვიღაც უცნობი,
სატევარივით იქნევს ყავარჯენს.
ჩევი სხეული ხდება უგრძნობი,
ამოიკივლებს და მიალაჯებს.

ხმას ვერ იღებენ შიშით ხეები,
დამსგავსებიან ტაძარს ხავსიანს,
ვხედავ, არ ჩანან შემოტევები
და ვეგუები წამხდარ ხასიათს.

გაბნეულია ქვებად სიცოცხლე,
დამსდევს ნახატი მკაცრი უცნობის,
არის სივრცეში რაღაც სიმორცხვე
ყრუ ტკივილების და შეუძლობის.

ზამთრის ღამეა და ვერ გაატანს
ალბათ დილამდე ჩემი სიგიჟე.
ვიღაცა ეძებს ახლა სამართალს
და სხვის მოტეხილ ფეხებს იბიჯგებს.

ვიცი, რომ ახლა არა მაქვს კარგად
თავი წყეული და სავალალო,
ბრუნავს სამყარო და წნევას ვკარგავ
და ჩემს თვალებში დგება საღამო.

დალაპარაკობს ქვების სიცოცხლე,
დამსდევს ნახატი მკაცრი უცნობის.
არის სივრცეში რაღაც სიმორცხვე
ყრუ ტკივილების და შეუძლობის.