ქვეყანა ყველას უყვარს თბილი სახლიდან ცქერით,
ვულკანს უცდიან ბოღმით პირმოქუფრული მთები,
გლადიატორებს ტანჯავს ძირს დაშვერილი ცერი,
ხოლო კურდღლების თავზე ამოზრდილია რქები.
და ვეკითხები ჩემს თავს, როდის გამიშვებს სადმე,
ფერისცვალება მინდა სანაპიროებს იქით,
სადაც ღმუილად მდგარი შევიწროვდება სალტე
და ძარცვა-გლეჯა ჩემი მოურიდებლად მიდის.
ვინ შეგეხვეწა, ღმერთო, ავულკანება ჩემი!
ვეღარ ვჩერდები სახლში, რადგან ირღვევა სახლი
და უამრავი ღამე, ვით აძონძილი ჩვრები
შემომხვევია, როგორც გაგიჟებული ხალხი.
აღარ ვენდობი სიზმრებს ამ ანგრეული გზების,
რომ ჭიანჭველა მძარცვავს გაურჩეველი ფერის.
თითქოს მუსიკა მოდის თბილი სახლიდან მზერით
და უხარია ყველას, რომ მე ტალახი მშვენის.
დასაფლავება ჩემი ვეღარ შემიცვლის სევდას,
სიკვდილს გავცილდი უკვე გამორჩეული ლომით.
იქ სასაკლაო არის მოურჯულებელ სენთა,
ვისაც სიცოცხლე გინდათ უკანასკნელად მოდით!