მთაწმინდა _ წმინდა სავანე მოგვთა
და გზა _ ყვითელი სხივების გარე,
სიცოცხლით სავსე მზე თითქოს მოკვდა
და მის ცივ ცხედარს დაერქვა ,,მთვარე”.
მთვარის ღიმილი დაეცა ქუჩას _
ვერცხლია ზეცა და ფილაქანი,
მუხლისთავები ღამეს რომ უჩანს,
იმიტომ ისმის ქარის ქაქანი...
ასეთ ღამეში ლექსიც მეტია
და კაციც ფიქრობს, რატომღაც ასე:
ალბათ მზიანი დღე ასეთია
მიცვალებულთა სამეფო კარზე.