უღრან ტყეში, პანტის ძირას, დათვი იწვა და თვლემდა.
საიდანღაც მგელი გამოძუნძულდა.
– ოო, რა კარგი ჰქენ, რომ გამოჩნდი. დანაყრებული ვარ, მოდი, ვიმუსაიფოთ, შენ დღე და ღამე დაძრწიხარ და იცი ტყეში რა ხდება.
– რა მემუსაიფება, შიმშილით სული მძვრება!
– მაგის დარდი ნუ გაქვს. აგერ, ხეზე ავალ და პანტას დაგიბერტყავ.
– პანტა და მაჟალო კი არა, ისე ვარ დამშეული, მთელი მსუქანი ცხვარი არ მეყოფა.
– ამიტომაც ხარ მუდამ მშიერი! -თათი ჩაიქნია დათვმა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მგელთან მასლაათს ისევ თვლემა ამჯობინა.