Litclub.ge

სპილო და მელა
ეშმაკმა ჭკვიანმა მელამ იფიქრა: ლომი რომ მსხვერპლს ძვალ-რბილიანად ნთქავს და კბილის გასაკრავს არაფერს გვიტოვებს,მეფედ რომ ბალახის მჭამელი სპილო იყოს, ხომ ავშენდით, მძორი თავზესაყრელად გვექნებაო.

მიადგა ვეება სპილოს და ეუბნება:

– თუ მეფობა ძალა და ღონეა, შენა გაქვს, შენი მომრევი ცხოველებში არავინაა. Lლომს რომ ხორთუმი დაავალო და მიწას დაანარცხო, ან ფეხი დაადგა, გათვებულია მისი არსებობა. თუ სადმე სამართალია, მბრძზანებელი შენ უნდა იყო.

– ძალა და ღონე კი, მაგრამ მე კეთილი ვარ.

– მერე, მაგას რა სჯობს!

– გულჩვილი ვარ, სისხლის დანახვაზე ვიზაფრები.

– აბა, ავი, გალღრძო, სისხლისმსმელი და უსამართლო გჯობს?!

– უსამართლო არა, მაგრამ სამართალმაც რომ მოითხოვოს, სისხლს მაშინაც ვერ დავღვრი. ამიტომ სჯობს, ახლა შენ წახვიდე და როცა ქათმის, ბატის, ბაჭიებისა და ვირთაგვების ჭამას გადაეჩვევი, როცა ჩემსავით ბალახის ჭმას დაიწყებ, მერე მოდი და მაშინ გადავწყვიტოთ: მეფედ სპილო უნდა იყოს თუ ლომი!