ჩემი სკოლა დამესიზმრა, ფოთის ვაჟთა გიმნაზია,
ჩემი თანაკლასელები, ჩემი აკვნისმტე დაია;
აჭალბუჭალ ბიჭუნების ჭიხვინი და ქოქოლები,
დაწეწილი ნაწნავებით მოწიაქე გოგონები.
მწკრივში დგანან კვლავ ალვები მზის ბრიალა ყელსახვევით,
ო, ბავშვობის ვარსკვლავებო, ნატვრისთვლებადD მესახებით;
ამ ლექსს ვწერ და ჩემს თითებზე ისევ ლურჯი მელანია _
პეშვში ყრმობის წყარო ჟონავს თუ ცრემლების ელვანია?!
კოლხი ბებო დამესიზმრა, ჩემი ტკბილი მელანია,
შემლოცველი, მორუდუნე, ვინაც სული შეგვალია.
ის მიგვიძღვა სკოლის კართან, იქ ჩამარხა ჭიპლარები,
სავსე იყო ეზო ყრმებით, როგორაც ტბა ჭიკვარებით;
ჟივილია ყმაწვილების, ჟივილია ნინველების,
ფრთხიალებენ სკოლის ზარზე, როგორც ლურჯი ფრინველები,
ხმებია თუ გალობანი ანგელოზთა დალოცვიდან?
შეემატეთ საქართველოს! დაგიფაროთ ყოვლადწმინდამ!
აფრენილნი ფაზისიდან, გელათიდან, წინ ლამპრებით _
მტრედები ხართ, ბოკვრები ხართ ჩვენი დიდი წინაპრების.
სექტემბერმა _ ენკენისთვემ _ ძველქართულმა ახალწლისამ
როგორ გამიმზევა გული, მახარა და მახალისა.
რა ამივსებს გულს მშობლიურ ზღვის, მდინარის დარად ნეტავ?
რა გადასწვავს ჩემს მზეს