Litclub.ge

ვაი საქართველოვ
საქართუელოვ მართლა ვაი. ეს სიტყვა ჩემს დღეშია არ მითქვამს შენზე. ახლა კი ვამბობ ხოლმე იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ შენი კარგი ბედისწერა შეკრულია, იმ თავიდგან აქამომდე. არ ვიცი რათ? ოჰ ღმერთო! 
უწინდელო საქართუელოს დროვ, ის შენზედ დადებული ხმალი შენს კისერზე, იმ უძლიერესის ბარბაროსებისაგან, იმთენს შენსა სისხლსა აკი სძლებდი, მოითმენდი დიდსულოვნად საქართუელოვ! 
განა გავიდოდა ოცი ანუ ათი წელიწადი, შენზედ ის ვაება არ ყოფილიყო იმ ღვთის მტრებისაგან? – უკანასკნელი ვაების დროებისა რაღა უნდავთქუათ აქ, იმის საშინელი ვაებანი ცხადია ჩუენში. 
იმთენს შენს მოთმინებასთან საქართუელოვ მაინც იყავ ბედნიერი და გქონდა რამე დღესასწაულობა შენ. 
ის დრო რა გუარი დროც იყო, იმ დრომ ჩუენ ვერ გადაგვიტანა, მაშინ როდესაც რომ გონების გახედვითა უთუოდ ჩუენ უნდა გადვეტანეთ ანუ გამქრალიყო ჩუენი თესლი სულ ერთიან, ამის, ნაცვლათ, ის ჩვუენ გადვიტანეთ და დავრჩით ქართველები, ისევ ქართველებად, ისევ ჩუენს ბინაზე ეს შეიძლეს ჩუენმა მამაპაპამ და მეტიკი ვეღარ. ცოტა არის ესა?–ის დრო რაც იყო და როგორც იყო, დაასრულეს როგორმე ავკარგათა იმათ. 

ის დრო რომ დაასრულეს, მეორე სხუამ დაიწყო სხუა დრო, ესე იგი განათლება, როგორც ეხლა ჩუენ უძახით ამ დროებას. 
დიახ, ახლანდელი ჩუენი განათლების დრო. ეხლა რაღა უჭირს ჩუენს საქართუელოს?–ჩუენი ყმები ჩუენგნით განთავისუფლდნენ, ამაზე მეტი კარგი რაღა საქართუელოსთვის, ესესარს საქართუელო გაბედნიერდა , ანუ აქედგან გაიწყება ბედნიერება ქართუელებისა, წყნარა, წყნარა, ნელა. ასე ამბობს განათლება. 

მართლა ასე არის, თუ ბოლო დროს ჩუენმა ერთმანეთის მოშურნეობამ ორანგუტებათ არ გადაგვაქცია?- 
განა ჩემო ძმებო ამ სიტყუაზეთ ყურს არ მიგდებთ, თუ მამიგდებთ, გიჟს მეძახით და შემცდარსა?–მაშ დაჰკარით ტაში, გავიხაროთ, დავტრიალდეთ, ვითამაშოთ ფანდურის ჩხაკაჩხუკზედ, ეს ეპოხა მივულოცოთ ერთმანეთსა. 
რით მივულოცოთ:ვარდის კონითა, თუ ფიმიამი დაუკმიოთ ამ ეპოხას?–არა, წარვედ შე–ოცნების ფიქრო, ეს შენი ფიქრი ამაოა, იმიტომ ამაოა, რომ შურის ვნება სძალავს ჩუენს გონებას და ყოველ ჩუენს კეთილ მდგომარეობის მიმართულებასა უშლის, რომელმაც ჩუენმა მოშურნეობამ უნდა მოკლას საქართუელო, ასე უსვინდისოთ და უსამართლოთ, რომ სულერთიან ამოვარდეს ჩუენი გუარი, გაჰქრეს ჰაერსში, ჩუენი ხსენება აღარ იყოს ქვეყანაზედ. 

ამას საერთოთ ვერა ვხედავთ, ბრმები ვართ ჩუენ–ჩუენ ყველანი დიდით პატარამდინ. 
ამ მართლისათვის თუ გასწყრებით, გამლანძღავთ, სხუა რა?–რას ვინაღვლი, მლანძღეთ, რაც შეიძლოთ, ოღონდაც კი ერთხელ მაინც, აი თუნდა ეხლა, ის შურის ბოროტება რომელიც რომ დასულია ჩუენს თავსა და გონება ჩუენი დაუბნელებია, აბა ის როგორმე თავიდან მოიხადეთ და გონება გადაავლეთ, რას დაინახავთ?–დაინახავთ დასდასობით შურსა, ჩუენს ქუეყანასა მოფენილსა, რომელიც რომ ყოველ სახლში შედის და გამოდის თავისუფლათ: საქმობს და დღესასწაულობს, ისე როგორც უნდა. 
რა ამბავია თქუენი ჭირიმეთ ჩუენს ქვეყანაში, რომ შური არის ჩუენი სიცოცხლე?–აი ამით მოგვწონს თავი და გაამაყებული ვართ ყუელანი. 
კარგს წმინდას ერთობის სიყუარულსა შურზედ ვცვლით, იმ შურზედ, რომელიც რომ არის ჩუენი აუცილებელი უბედურება. ასე ვხედავ მე მოხუცი, ყოვეს გამოცდილებაში გამოვლილი. ახ, სენი ჯავრი მოშურნეობისა მაცთურებავ... 

ბერიკაცი 
9ს აპრილს, 1866სა წელსა 
ქ.ტფილისს