Litclub.ge

მასკარადი
ზნემდაბიური მოშიშებით,
დიაცურ მკერდის მოშიშვლებით,
იწილ-ბიწილოს მოყოლებით,
ზაკვის და ცოდვის მოფონებით,
უნიჭო ხოტბის ხატოვნებით
პატრონის ღმერთთან გატოლებით,
მკვეთრად ქალური მოკრძალებით-
მოცალებით და მოძალებით
გვმოძღვრეს სამშობლოს ერთგულებით,
კალთა ცრემლებით დაგვისველეს,
ოქრო-ზურმუხტით შემკულები
მკლავები თვალწინ დაგვისვენეს...
...ქორონიკონის გახსენებით
მე არ მინახავს მასკარადი,-
თვით შაჰის კარზე ნასვენები
ამდენი მდედრი – მასხარათი!...