ვაჟი: გოვ, გაფიცებ, მითხარი, ცხადი ხარ თუ სიზმარი?
სახლიკისერ გასულიყავ, გამოგეღო ჭიშკარი,
იმითანაი თეთრი იყავ, როგორც სხალთის ფიქალი.
გულისცემა იმივარდა, ისე კარგი იყავი.
ქალი: ე რა დილა გიმითენე, სახლიკისერ რაზე გეველ?
რომ მოიდოდი, დიგინახე, გული რაფერ გიმინათე.
შევბრუნდი და გაგესხრიკე კაპნისხევის დაკიდულში,
რა ვიცოდი, რა იბრეთი ფიქრი გედო ემაგ გულში?
ვაჟი: ე რა მითხარ, გენაცვალე, ე რა მკადრე, გეყურბანე,
ჩემი გული, შენით სავსე, ხელისგულით მოგიტანე.
ნუ მირბიხარ ირემივით კაპნისხევის დაკიდულში,
გოვ, ერთხელაც შემომხედე, შემიცოდე, შემიბრალე.
ქალი: შენი ცეცხლაი თვალები, ტანში დარბის ალები...
გული რაფერ მომიბრუნე, დიმიმორცხვე თვალები.
ქალის ბედი ისეთია, უფრთხილდება კეთილ სახელს,
რაღაი ახლა ხელი მტაცე, წამიყვანე, მომიტაცე.

ქალი: შემოგევლოს ჩემი თავი, აქამდინ ჰად იყავი?!