ზღვა ვულკანივით ოცნებებს აფრქვევს
შორს, მზიან ზოლზე, ცეცხლის კრატერთან,
სალამი ახლად აშვებულ აფრებს!
სალამი ვინაც ზღვაში დაბერდა!
სალამი თრთოლვას, რითაც დგებიან
დედამიწაზე მეზღვაურები
და უღიმიან თოვლაფრთებიან
თოლიის გუნდებს ნაგზაურები!
Mმაგრამ სალამი უფრო თოლიებს!
მათ ფრთებქვეშ მარად ზღვები მიქრიან,
სიკვდილის მერეც ჩაიყოლიებს
თეთრ სხეულა ზვირთთა ლურჯი სტიქია.
ყოველდღე ჯვარცმა საკუთარ ნებით?
თოლიას ზღვათა ცოდვა აწვალებს, _
ყოველ ღამისპირს სისხლიან ფრთებით
ყელგამოჭრილ მზეს უხუჭავს თვალებს.
ვის ეძებს ნეტავ? Aამხელა ზღვაზე,
ამხელა ცაზე რომ არ წყვეტს ტრიალს?
ვის ეძებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
მარადისობის ეს თეთრი ტყვია?
ყველა ქიმერებს ანგრევს თოლია
უძლეველ ზღვათა დიად ხმაურში,
უკანასკნელი ლურჯი მსოფლიო
დღეცისმარადობს მის სიყვარულში.
1976