ხავსი ედება ეზოში ჭიშკარს,
შინ ავმა სულმა დაისადგურა,
რა რიგ ნებივრობს ჭერქვეშ ღამურა,
როგორ ცირკაჯობს სარდაფში ჭინკა.
სახურავიდან სახლს ცრემლი მოსდის,
პატრონის წასვლით ჩადგა ამ დღეში,
ფრთებგაშლილია ეზოში კორდი,
ობობას ქსელი ბზინავს სარკმელში.
გადმოხლართული თალარზე ვაზი
სუროს მახსენებს გადმოსულს ტოტზე,
შეუჭამია ჟანგს რკინის კასრი
და საცოდავად გართხმულა კორდზე.
-სად გადასახლდა პატრონი ჩვენი?
ასე კითხულობს მოშლილი ღობე:
-გამოგვეშალა ძირს საძირკველი,
გამოგვეცალა მუხლებში ღონე.
აქ თამაშობდნენ შავტუხა და-ძმა,
მათი ჭიკჭიკის ხმას ვერ ვივიწყებთ,
აუტანელი დუმილი დგას და
სულის მხუთველი ხავსის სიყვითლე.
რა საცოდავად მიტოვებული
დგას უპატრონოდ სახლი სოფელში,
ძალუმად ძგერდა ამ სახლის გული,
სადღა გამქრალა დღეს მისი ეშხი.
შინ ავმა სულმა დაისადგურა,
რა რიგ ნებივრობს ჭერქვეშ ღამურა,
როგორ ცირკაჯობს სარდაფში ჭინკა.
სახურავიდან სახლს ცრემლი მოსდის,
პატრონის წასვლით ჩადგა ამ დღეში,
ფრთებგაშლილია ეზოში კორდი,
ობობას ქსელი ბზინავს სარკმელში.
გადმოხლართული თალარზე ვაზი
სუროს მახსენებს გადმოსულს ტოტზე,
შეუჭამია ჟანგს რკინის კასრი
და საცოდავად გართხმულა კორდზე.
-სად გადასახლდა პატრონი ჩვენი?
ასე კითხულობს მოშლილი ღობე:
-გამოგვეშალა ძირს საძირკველი,
გამოგვეცალა მუხლებში ღონე.
აქ თამაშობდნენ შავტუხა და-ძმა,
მათი ჭიკჭიკის ხმას ვერ ვივიწყებთ,
აუტანელი დუმილი დგას და
სულის მხუთველი ხავსის სიყვითლე.
რა საცოდავად მიტოვებული
დგას უპატრონოდ სახლი სოფელში,
ძალუმად ძგერდა ამ სახლის გული,
სადღა გამქრალა დღეს მისი ეშხი.