Litclub.ge

ეზო
ეზოს ამშვენებს თალარი ყურძნის,
თალარს-ჩხავერი ბნელი ვით ღამე,
გადმოწოლილა კაჭიჭი მუცლით
და აბრიალებს ნახშირის თვალებს.
-რით ნაკლები ვარ ჩხავერზე , კარგნო,
ჰკითხეთ ჩვენს პატრონს ბოლოს და ბოლოს,
მე ამ ეზოში ოდითგან ვხარობ,
ოდითგან ჩხავერს აქებენ მხოლოდ.
ამ ხმის გამგონე თვით ოჯალეში
მის ირონიულ ღიმილს ვერ ჰფარავს,
ალადასტური ჩადგა იმ დღეში
სიცილისაგან ლამის შლის თალარს.
ცოლოკაურმა ხმა აიმაღლა:
-კმარა კამათი , დავა და ფიცი,
ვინ რით ამშვენებს ოჯახის ტაბლას
ყველაზე კარგად პატრონმა იცის