Litclub.ge

* * * იდგა საუკუნე ათორმეტი
იდგა საუკუნე ათორმეტი,
(მემეტიანის წყაროზე ავადინე),
არ აკლდა საქართველოს თურმე
შუბლი საქუდე და სამანდილე.
არ აკლდა საქართველოს ლაშქარს
შუბოსანი და მოისარი,
ბუხუნებდნენ ალგეთს და ტაშისკარს
ლომები და ლეკვნი ლომისანი.
და მაინც...... იყო სევდის ჯეჯილობა-
ტახტის უძეოდ გადაგების,
ვერაფერს შველოდნენ მესამე გიორგის ჭრილობას
უმწეო აქიმ-ქადაგები.…
ვის უნდა ემდურო,
ვინ უნდა კიცხო?!
ლოდინში სული ამოვა,
მაგრამ……
“ღვთის მოწყალებით იწყო,
მობერვად ნიავმან ამომან”,
განიხვნა ცამან
და
აღმობრწყინდა თამარ!