Litclub.ge

მე და ტაძარი
გამოვიღვიძე და ვიგონებ სიზმარს საოცარს,
ვიხილე ხატი, ოქროსფერი მზისა სადარი,
თითქოსდა ნათლად მივადექი ტაძარს სალოცავს
და უცაბედად რაღაც ძალამ შესძრა ტაძარი
ჩემი თვალები დაემგვანა ანთებულ ლინზებს,
მიმოხატული კედლებიდან მოჩანს ხატები,
მომიახლოვდა ღვთისმოსავი და კარებს მიღებს
ტაძარს ანათებს მათი სხივთა ათინათები.
ანთებულ სანთლებს ვეკითხები აქ მოსვლის მიზეზს.
მპასუხობენ: “ილოცეო, ევედრე ზეცას”,
მათი შემყურე მეც სანთლებივით თვალს ცრემლით ვივსებ,
და ასაფრენად ვემზადები, ფრთებს ნაზად ვკეცავ.
“გწამდეს ჩემიო”, _ ვიღაც მეძახდა იდუმალ რხევით,
შევხედე ზეცას გაცისკროვნებულს ცეცხლი ეკიდა,
მძლავრი ტაძარი ჩემთან ერთად აიჭრა ზევით,
ლოცვა _ კურთხევით ცის ლამაზ თაღზე ჩამოეკიდა.