Litclub.ge

სად მიდიან ნეტავი
სად მიდიან ღრუბლები, რად მოცილდნენ კლდე-რვალებს.
უკვე გადაუფრინეს ცად აზიდულ მწვერვალებს.
ალბათ ქარმა იქარა, ვერსად ნახეს საფარი.
დატოვეს ლაღუნვარი, ლამარია, ლატფარი.

მინდა გორვაშს ვესტუმრო, სტუმრობის არ მეტყვის უარს.
გულზე ვეამბორები უჟალს, გეთას, ნაშყადვარს.
მინდა მოვეფერო და ძალა მისი მომფინონ.
მათზე მონატრებულსა, მკერდი დამაკოცნინონ.