Litclub.ge

ბათუმი
როცა გულში სიყვარულის გაზაფხული ზეიმობს
და სიცოცხლეს ჭეშმარიტად უმაღლესი აზრი აქვს,
მაშინ ჩემი ზღვის ქალაქი ყვავილებით შეიმკობს
ლამაზ გულმკერდს და ჩემს ბათუმს ოლიმპოზე აიყვანს.
ლაჟვარდოვან ცის კამარას როგორ შვენის ლურჯი ზღვა
და ზვირთებში მოქანავე გემი-თეთრი მერანი,
ჩემთვის მკლავი საქართველოს, სხვისთვის ბათუმს `გურჯისტანს~
ვერასოდეს ვერ მიაღწევს მიზანს მტერი ვერანი.
აქეთ პეტრას ნანგრევების ჩუმი ლოცვა დაგიცავს,
იქ გონიოს ციხე-ბურჯი განაცვალებს თავის თავს
და თუ შენი სიცოცხლისთვის ვინმემ სული მომთხოვოს
დამიჯერე უყოყმანოდ დავეთანხმო თავის-თავს.
ჩვენი დიდი წინაპრები ლომის რძით გყავს გაზრდილი
თვალმერცხალა გოგონები ლეჩაქით და მანდილით,
თუ ღირსებას შენსას ვინმე ალმაცერად შეხედავს
შეუძლებელს შევიძლებ და შეუბედავს შევბედავ.
ლამაზიც ხარ, ვაჟკაციც ხარ, პატარა და კერკეტა,
როგორც დიდი ღვთის ქალაქი, შენც ცის თაღზე მენახო,
ღმერთო, ყველას მისი მიეც ვის რამდენიც ერგება,
მე ბათუმი შემინახე ჩემი ოქროს ვენახი.
აქეთ პეტრას ნანგრევების წრფელი ლოცვა დაგიცავს,
იქეთ დიდი აფსაროსი შემოგწირავს თავის თავს,
და თუ შენი სიცოცხლისთვის სისხლიც იყოს საჭირო,
დამიჯერე უყოყმანოდ თავი დასტურ გავწირო.
ბათუმს _ დიდი ოცნებისა და მიზნების ქალაქი,
ბათუმს _ კეთილ სტუმრებისთვის გულღია და ხალასი,
დაულოცეთ მომავლისკენ გზა და წლები ჭარმაგი,
დაუფინეთ ოქსინო და ფარდაგი და ატლასი.
ბათუმი ხარ, ქართული ხარ, ზღაპრული ხარ, ლურჯი ხარ,
მარგალიტი მარმარილოს ფილაქანზე მკერდს იბანს.
საქართველოს ძლიერების უღალატო ბურჯი ხარ,
წყლის და მიწის შეერთებავ ფერი-ფერს და კრინი ბანს.