Litclub.ge

* * * მოინახულებს ცისკრის სიო
მოინახულებს ცისკრის სიო
ცისფერ ასულებს,
მოინახულებს და მათ გულებს მოინადირებს.
მერმე ეოსი, _ ათინათი დიდი მრჩენელის
მოიყვანს მზეს და მიმწუხრამდე
ჩვენთან დარჩება
ისე გამითბობს,
გამინათებს
იმერ-ამიერს,
ასე მარადჟამს მამულო ჩემო,
მრავალჟამიერ!