Litclub.ge

სიკვდილი

   მოდის სიბერე _ ძმაკაცი კოცნით

   მომესალმა და კბილი მატკინა,

   შენ რითი მოხვალ: წყევლით თუ ლოცვით?

   წყლის სუდარად თუ ცეცხლის სატინად?

 

   სიკვდილი _ ძველი დუელიანტი,

   შავეთის დენდი მდუმარედ მიცდის,

   მთვრალი ცრემლ-სისხლით დგას დარდიმანდი,

   მე რომ ვერ ვესვრი, ეს კარგად იცის.

 

   , რამდენს ფიქრობს რომ არ ვიფიქროთ

   ქვეყნად ათასი სულთამხუთავი,

   სიკვდილო, უფრო გვინთებ თუ გვიქრობ?

   სიკვდილო, თავად თუ ხარ უკვდავი?

 

   დედის მუცელში როდესაც გვკლავენ,

   როცა ცახცახებს თავად უფალი,

   ვინ, ვინ გვიბრალებს სულუდგმელ კრავებს? _

   სიკვდილი არის ჭირისუფალი.

 

   ისაა, ბავშვს რომ წამოაგოდებს,

   როცა დაბომბილს ნახავს ქვეყანას:

   “დედი, ვიძინოთ და ისე მოვკვდეთ,

   ამგვარ ცხოვრებას არა სჯობს განა?!”

 

   სიკვდილი _ ბებოს ძველი კერია,

   მოვნატრებივარ ალბათ ძალიან,

   ღამით რომ ცაზე მთვარის კვერია,

   უთუოდ მისი გამომცხვარია.

 

   ჰოი, რამხელა გალაქტიკაა

   ჩვილს და მოხუცის ღიმილებს შორის,

   წუთისოფელი რიტორიკაა,

   ჭაბუკი ღმერთის კეთილი ჭორი.

 

   მეგონე ცოდვათ ჩამომწერელი,

   მენაგვე ჩვენი გვამის და მძორის,

   მოსამართლე ხარ თაობებს შორის,

   ცოდვის და მადლის გადამცემელი.

 

   რაც ჩაგისუნთქე, მეიმედები,

   აღარ მაშინებ, შენ ღვთის მინდი ხარ,

   როგორც სკოლაში არდადეგები,

   თანდათანობით ისე მინდიხარ.

 

   მწუხრზე ჩრდილები რომ დაგრძელდება

   და ქამანდივით ფეხზე მედება,

 

   სიკვდილ-სიცოცხლე ქრება სრულიად...

   და არს მესამე _ იგი სულია.

 

   სული დამრჩება ანთებულ ფითლად,

   ლექსის ზედაშით სულ აივსება,

   ჩონჩხს კი დასცვივა ძვალ-ხორცი ფოთლად,

   ნათოვარ ფიჩხებს დაემსგავსება.

 

   სულეთში ვნახავ ყველა ახლობელს,

   სხვა ცხოვრებაში _ ვერა და ამინ!

   სხვა სივრცეებში როცა სახლობენ,

   უცხოობს სული ახალი გვამით.

   მზეს მაშინ ვხედავ, როცა სრულებით

   წყვდიადში გადავა ცა ალებად,

   , გადასხეულგადასულების

   სასწაულია გარდაცვალება.

 

   სიკვდილი _ ძველი დუელიანტი

   პირველი არსად, არასდროს ისვრის,

   დგას უკვდავების ძუძუმტე, გრანდი:

   აღმა თუ დაღმა?.. მიყურებს...  მიცდის.

nsi-lanQ �'eEk�iელიგიამ?!

 

   და პლანეტა ხვალ გახდება რელიქვია?!

 

   რას გვამცნობენ დაღამებით და თენებით

   ამ ტაძართა გუმბათების ანტენები?!..

 

   შენს სულსავით მე ეს ლექსი დამიმძიმდა,

   ცეცხლის დელგმა შენგან ბევრჯერ გაგვიწვიმდა,

 

   ოქროს ჩანგი ტყვიისაზე გაგიცვლია,

   მილიონთა გულთა სისხლი დაგიცლია

 

   და ვინ იცის კიდევ როდის გაიხარებს

   ერთ დროს შენგან შემკობილი  ივერთ მხარე?!

 

   ერთსაც გეტყვი, კრემლთან ნანახს, რაც რომ არის,

   გენით ქართველს, უერო სულს, საქმით რუსსა :

   გატეხილ ქვას რომ დავხედე შენს სამარის,

   გული დამწყდა ქართველს შენგან გულმოკლულსა.

 

                                            2009