ვინ ხარ მკითხველო,
რომ კითხულობ ჩემს სიმღერებს
ასი წლის შემდეგ?
რაბინდრანათ თაგორი
ვინ ვარ? _ მარადი შეყვარებული
და როგორც ყველა ნამდვილი შეყვარებული
ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად
და სიტყვებს შენსას,
ოქროცურვილ შენს გრძნეულ სიტყვებს,
ვავლებდი ფრთხილად ჩემი სულის სავსე ემბაზში.
მიხმობდი გზნებით,
მაგრამ შეხვედრას არ ვესწრაფოდი,
რადგან გზა იყო შორი და გრძელი;
ბოლოს კი მაინც დამძლია გულმა,
გზას დავადექი და
ასი წლის მერე, შუაღამისას გამოგეცხადე
შენი ბაღნარის უსიერ ტევრში
და გვირგვინოსანს მოგეახლე თავდადრეკილი.
ფერადოვანი ყვავილების შარავანდედში,
დაღლილი მთვარის შუქზე,
უცხოდ ბრწყინავდი.....
მე სილამაზემ დამატყვევა სამარადისოდ.
გთხოვე ყვავილი ლოტოსისა,
ერთი მისხალი სიტყვათა ოქრო
და მოგონება სურნელოვან შემოდგომისა,
როს სულს გივსებდა
`წყაროს ჩურჩული და დეოდარის ფოთოლთ შრიალი~.
შენ გაიკვირვე:
_ ო, სანატრელო,
მომაგენი ასი წლის მერე?
როგორ გელოდი,
გიგალობდი და სიმღერებს ვავსებდი შენით;
ახლაც გული კრთის და ცახცახებს შენს დანახვაზე,
მარტოობისას გეძებდი როგორ,
თავდავიწყებით გნატრობდი როგორ....
ეს ასი წელიც ჩაიფურცლა ვითარცა წიგნი,
მე ისევ ის ვარ,
შენაც ოცნებით გიბრწყინავს თვალი....
ჩახედე შენს გულს, რა ხანია განიხვნა ბჭენი,
ყვავილწნულს ელვის დაელოდე საკუთარ ბაღში,
საგზლად წაიღე ნობათი ჩემი _
`ასი წლის წინათ აფეთქებულ გაზაფხულისა~.
რომ კითხულობ ჩემს სიმღერებს
ასი წლის შემდეგ?
რაბინდრანათ თაგორი
ვინ ვარ? _ მარადი შეყვარებული
და როგორც ყველა ნამდვილი შეყვარებული
ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად
და სიტყვებს შენსას,
ოქროცურვილ შენს გრძნეულ სიტყვებს,
ვავლებდი ფრთხილად ჩემი სულის სავსე ემბაზში.
მიხმობდი გზნებით,
მაგრამ შეხვედრას არ ვესწრაფოდი,
რადგან გზა იყო შორი და გრძელი;
ბოლოს კი მაინც დამძლია გულმა,
გზას დავადექი და
ასი წლის მერე, შუაღამისას გამოგეცხადე
შენი ბაღნარის უსიერ ტევრში
და გვირგვინოსანს მოგეახლე თავდადრეკილი.
ფერადოვანი ყვავილების შარავანდედში,
დაღლილი მთვარის შუქზე,
უცხოდ ბრწყინავდი.....
მე სილამაზემ დამატყვევა სამარადისოდ.
გთხოვე ყვავილი ლოტოსისა,
ერთი მისხალი სიტყვათა ოქრო
და მოგონება სურნელოვან შემოდგომისა,
როს სულს გივსებდა
`წყაროს ჩურჩული და დეოდარის ფოთოლთ შრიალი~.
შენ გაიკვირვე:
_ ო, სანატრელო,
მომაგენი ასი წლის მერე?
როგორ გელოდი,
გიგალობდი და სიმღერებს ვავსებდი შენით;
ახლაც გული კრთის და ცახცახებს შენს დანახვაზე,
მარტოობისას გეძებდი როგორ,
თავდავიწყებით გნატრობდი როგორ....
ეს ასი წელიც ჩაიფურცლა ვითარცა წიგნი,
მე ისევ ის ვარ,
შენაც ოცნებით გიბრწყინავს თვალი....
ჩახედე შენს გულს, რა ხანია განიხვნა ბჭენი,
ყვავილწნულს ელვის დაელოდე საკუთარ ბაღში,
საგზლად წაიღე ნობათი ჩემი _
`ასი წლის წინათ აფეთქებულ გაზაფხულისა~.