Litclub.ge

* * * მას ახლა სძინავს ქმრის მკლავზე ტკბილად
მას ახლა სძინავს ქმრის მკლავზე ტკბილად,
მეუღლეს უთბობს მხარს გაშლილ თმებით...
ფიქრობ და გულის სიღრმეში გტკივა
ესეც და ისიც _ ცოლთან რომ წვები.

ფიქრი გაურბის უარეს ხედვას,
ვერ ეგუები, ცხადში რაც არის,
ან იმ ქალს შენთვის რა უნდა ეთქვა?
ან შენ რატომ ხარ ტრფობით დამწვარი?!