პეპელა უფრო დიდხანს ძლებს,
ვიდრე ბათუმში თოვლი,
და მაინც,
მაინც
მიყვარს მზე
უპირველესად ყოვლის.
მომწონს ქარების წივილი,
წვიმაც,
სეტყვაც და
ბარდნაც...
და მაინც დიდი ტკივილით
დამამხო მზეზე დარდმა.
მზეო,
ამოდი,
გაბრწყინდი,
გამათბე,
გამალაღე!..
ბაღში ვდგავარ და
დარდს ვყიდი,
მყიდველი დამანახე.