Litclub.ge

თენგიზ აბულაძის ფილმის `მონანიების~ ნახვის შემდეგ
ცხოვრება გართულდა,
სიცოცხლეც გართულდა,
მომავალს
სხვანაირს ვხედავ,
ცრემლებმა გამრიყა
ცრემლგამშრალ წარსულთან,
შვილო და მშობელო დედავ!
ბევრი მაქვს სათქმელი
მრევლთან და მოძღვართან
და თუკი აუგი ვკადრე _
ეს გული
ტირანთა დაფდაფში ოხრავდა,
ეს გული
კვდებოდა ადრე...
ვის უნდა ლოცვა და
ცოდვილი სტრიქონი,
თაყვანი ვის უნდა ქირით,
მეც ვკიცხავ, ძვირფასო,
ჩემს დაღლილ დუმილს და
მდუღარე ცრემლებით ვტირი.