Litclub.ge

ხვალ უსათუოდ საქართველო გალამაზდება
ხვალ უსათუოდ საქართველო გალამაზდება
ჩემი თეათი,
შორენათი,
ჩემი ირაკლით,
და აღსრულდება ყოველივე, რასაც ვინატრი.

ისევ თეათი,
შორენათი,
ისევ ირაკლით -
იგრძნობს მამული მოჭარბებულ გრძნობას სიახლის.

იამაყებენ ისტორიით,
სიბრძნით, წინაპრით,
ჩემი თეონა,
შორენა და
ჩემი ირაკლი.

უნდა იცოდნენ მამულისთვის მსხვერპლის გაღება,
ამ კუდრაჭებმა,
ამ ცელქებმა,
მხნე და ლაღებმა.

უნდა იცოდნენ _ მოვითვლიდით რასაც სულ ადრე,
ტაო-კლარჯეთზე,
არტანუჯზე
უნდა ზრუნავდნენ.

უნდა სტკიოდეთ ყველა ციხის ლოდი ბებერი,
იცხოვრონ,
როგორც საუკუნეს
ახალს შეჰფერის.

არ დაივიწყონ უმთავრესი სისხლი სიმართლის,
ჩემმა შორენამ,
ჩემმა თეამ,
ჩემმა ირაკლიმ!