Litclub.ge

მამის სამყაროდან ვიხედები
ცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,
გულში ტკივილად ჩანაჭედო.

საბედნიეროდ, მე ვბერდები,
და არა ჩემი იმედები,
საკუთარ ჩრდილში ვერ ვჩერდები,
შენი სამყაროდან ვიხედები.

აქ ყველაფერი მკაცრია და
თვალები სევდით დამეღარა,
სამშობლოს დარდი მაცვია და
გული ტკივილით დამეღალა.

ცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,
გულში ტკივილად ჩანაჭედო.