Litclub.ge
გენო კალანდიას
ცალი წარბი მოღუშვია,
თვალებს უღლის ელდა,
მისი გული სოხუმშია, _
ვერ გათბილისელდა...
დაგინახავს, გალაღდება,
უკუიყრის სევდას,
ვეღარ გაწუწურაქდა და _
ვერ გათბილისელდა.
მეგობრობა გზად და ხიდად, _
სულ ეს სიბრძნე სდევდა,
ფაიზაღი კოლხია და
ვერ გათბილისელდა.