ჯანო ჯანელიძეს
ღმერთო, ქართველს ჯანი მიეც,
დაულოცე ჯანი...
სიყვარულში ტოლს არ უდებს
ლაზს და მეგრელს ჭანი.
ტრაპიზონში ხელებს გაშლის,
სამსუნამდე გაწვდება,
დილამდე რომ აჯაღინო,
ერთხელ არ გაბრაზდება.
ძღაბი თოლეფს შემოგავლებს,
ცისფერ თოლებს, მალულად,
ამოხეთქავს მარგალიტი
მეგრულ-ლაზურ-ჭანურად.
ეს ძველების სიმღერაა,
რომ არ შემოუღამდეს,
ღმერთო, ისევ შეგვაერთე,
ისევ შეგვადუღაბე.