ქუთაისი პოეზიის ქალაქია,
პოეტების მექაა და მედინა,
მის კარიბჭეს, მგოსნებისთვის მარად ღიას,
სიყვარული ფიანდაზად ეფინა.
ქუთაისი სიტყვის, სიბრძნის წალკოტია,
რითმითა და მეტაფორით რწყავენ,
ზიარების მისაღებად აქ მოდიან,
მერე ლექსით საქართველოს რთავენ.
აქ ყველაფერს სხვა მადლი და სხვა ხიბლი აქვს,
მათი ხედვით ვერ გაძღება თვალი,
სხვანაირად იკითხება აქ ბიბლია,
სხვანაირად აღიქმება ქალიც...
პოეტების მექაა და მედინა,
მის კარიბჭეს, მგოსნებისთვის მარად ღიას,
სიყვარული ფიანდაზად ეფინა.
ქუთაისი სიტყვის, სიბრძნის წალკოტია,
რითმითა და მეტაფორით რწყავენ,
ზიარების მისაღებად აქ მოდიან,
მერე ლექსით საქართველოს რთავენ.
აქ ყველაფერს სხვა მადლი და სხვა ხიბლი აქვს,
მათი ხედვით ვერ გაძღება თვალი,
სხვანაირად იკითხება აქ ბიბლია,
სხვანაირად აღიქმება ქალიც...