ზაფხულია,
ვირუჯებით მზეზე,
რომ იცოდე,
მე რას ვფიქრობ შენზე...
რომ ვიცოდე,
შენ რას ფიქრობ ჩემზე...
რომ ვიცოდეთ:
ცა გაგვიხსნის ბჭეკარს,
სიტყვას მეტყვი,
სიტყვას გეტყვი მჭექარს...
ვერიდებით ერთმანეთის წყენას,
ცხრა სარტყელით გადავრაზეთ ენა.
ვერიდებით უფრო მეტად წარსულს,
არ სურს ძველის დავიწყება ამ სულს,
არ სურს...
ვირუჯებით მზეზე,
რომ იცოდე,
მე რას ვფიქრობ შენზე...
რომ ვიცოდე,
შენ რას ფიქრობ ჩემზე...
რომ ვიცოდეთ:
ცა გაგვიხსნის ბჭეკარს,
სიტყვას მეტყვი,
სიტყვას გეტყვი მჭექარს...
ვერიდებით ერთმანეთის წყენას,
ცხრა სარტყელით გადავრაზეთ ენა.
ვერიდებით უფრო მეტად წარსულს,
არ სურს ძველის დავიწყება ამ სულს,
არ სურს...